წოვათუშური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:19, 22 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წოვათუშური ენა – წოვათუშები ამჟამად ცხოვრობენ ახმეტის რაიონის სოფ. ზემო ალვანში. აქ ისინი ჩამოსახლდნენ თუშეთიდან XIX საუკუნის 20-იან წლებში. მათ ენას მკვლევრები სხვადასხვა სახელწოდებით იხსენიებენ: თუშური ენა (გიულდენშტედტი, კლაპროთი, პ. უსლარი, ა. შიფნერი, ნ. მარი –); ბაცბური ენა (არნ. ჩიქობავა, ი. დეშერიევი, რ. გაგუა.). ამჟამად ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა „წოვათუშური ენა“.

წოვათუშური ენა იბერიულ-კავკასიურ ენების ნახურ ენათა ოჯახს განეკუთვნება. ამ ენაზე ლაპარაკობს სამი ათასამდე ადამიანი. საოჯახო ენის ფუნქციას ასრულებს. დამწერლობა არა აქვს. ქართული ენა არის წოვათუშებისათვის კულტურის, განათლების, საზოგადოებრივ-სახელმწიფო მოღვაწეობის სფეროში ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება. აქედან გამომდინარე, ქართული ენა არის მათთვის მშობლიური ენა და ეროვნებითაც ქართველად იწერებიან.

წოვათუშური ენაში ხმოვანთა რაოდენობა 15 მდეა: სახელს აქვს 10 მარტივი ბრუნვა: სახელობითი, ერგატივი, მოქმედებითი, მიცემითი, ნათესაობითი, ვითარებით-გარდაქცევითი, განმსჭვალვითი, მიმართულებითი I, მიმართულებითი II, თანაობითი. გარდა აღნიშნული მარტივი ბრუნვებისა, წოვათუშურ ენას აქვს 14 ლოკატივური ბრუნეა, რომლებიც სახელის მოქმედებას ან მდგომარეობას აკონკრეტებენ სივრცეში.

თანხმოვანთა სისტემა შეიცაეს 14 ფონემურ ერთეულს:

TANXMOVNEBIS SISTEMA.JPG

1. ბაგისმიერები, 2. კბილ-ბაგისმიერები. 1. კბილისმიერები,4. ლატერალურები, 5. წინაენისმიერები, 6. ვიბრანტები, 7. უკანასიბილანტები, 8. წინაეველარულები, 9. უკანაევლარულები, 10. ფარინგალურები, 11. ლარინგალურები

ზედსართავ სახელს აქვს სამი მორფოლოგიური კატეგორია: ბრუნების, რიცხვისა და კომპარატივისა. არსებით სახელთან ერთად ბრუნებისას იგი ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს. ოღონდ ფუძეს ერთვის -ჩო ელემენტი. რომლის ფუნქციაც უცნობია: ცალკე კი ისევე იბრუნვის, როგორც არსებითი სახელი.

წოვათუშურ ენას აქვს შემდეგი ტიპის ნაცვალსახელები: 1. პირის, 2. ჩვენებითი, 3. კითხვითი, 4. კუთვნილებითი, 5. კითხვით-კუთვნილებითი, 6. მიმართებითი, 7. ინკლუზივ-ექსკლუზივი.

სახელთა რიცხვის კატეგორია ხასიათდება შესაბამის აფიქსთა სიმრავლით: -ი, -იშ; -არჩ, -აჲრჩ, - რშ…

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები