მალიქ-შაჰი
მალიქ-შაჰი − (1055-92), დიდ სელჩუკთა სასელიწიფოს შესამე სულთანი 1072-დან, ალუ-არსლანის ვაჟი.
მისი მმართველობის დროს დიდ სელჩუკთა იმპერიამ ძლიერების ზენიტს მიაღწია, სახელმწიფოს საზღვრები აღმოსავლეთში აღწევდა კაშგარსა და არალის ზღვას, დასავლეთში – ხმელთაშუა ზღვას, სამხრეთით – სპარსეთის ყურეს და სირიის უდაბსოს, ხოლო ჩრდილოეთით – კავკასიის მთავარ ქედს და შავ ზღვას; განმტკიცდა სელჩუკთა ბატონობა ამიერკავკასიაში.
მალიქ-შაჰი სახელმწიფოს მართავდა თავისი ვეზირის, წარმოშობით სპარსელი ნიზამ ალ-მულქის მეშვეობით. მის დროს გატარდა სამხედრო, სასამართლო და საკალენდარო რეფორმები, აილაგმა ცესტრიდანული ძალები, განმტკიცდა ცენტრალერი ხელისუფლება, ყურადღება მიექცა სოფლის მეურნეობას, ქალაქებს, ვაჭრობას, ხელოსნობას. გაძლიერდა სუნიტური ისლამის პოზიციები. ფართოდ გაიშალა მეჩეთებისა და მადრასების მშენებლობა. აშენდა ცნობილი ნიზამიას მეჩეთი ბაღდადში.
ნიზამ ალ-მულქი, რომელიც მიზნად ისახავდა საკუთრივ ირანის გაძლიერებას. ცდილობდა მისი ტერიტორიიდან გაეყვანა თურქეთის მომთაბარული მასები და წარემართა მათი ყურადღება ბიზანტიისა და კავკასიის მიმართულებით. ამ პოლიტიკის უშუალო შედეგი იყო ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციების დაპყრობა. ჯერ ალფ-არსლანის, ხოლო შემდეგ მალიქ-შაჰის ლაშქრობები საქართველოს წინააღმდეგ. თურქ-სელჩუკების თარეშმა საქართველოში განსაკუთრებით საშიში ხასიათი მიილო XI ს. 80-იანი წლების დამდეგს და ის „დიდი თურქობის“ სახელით გახდა ცნობილი. მეფე გიორგი II იძულებული გახდა 1083 ისპახანში ხლებოდა მალიქ-შაჰის და ხარკის გადახდის პირობით მორჩილება გამოუცხადებინა მისთვის. მალიქ-შაჰის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეთა შორის დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა სასულთანო ტახტისათვის. რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი დიდ სელჩუეკსა სახელემწიფოს დასუსტებისა და დაშლისა.