შარაულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:15, 20 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარაულა||შარეულამდინარეა საქართველოში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1091 მ-ზე, ერთვის მდინარე რიონს მარცხნიდან. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 231 კმ². გამოდის სოფელ ნიკორწმინდასთან ახლოს, ღრმა კანიონში. ფიქრობენ, რომ შარაულა ეს იგივე ნიკორწმინდის ზემოთ კლდოვან ღრმულში დაკარგული მდინარე შაორის წყალია, ახალ ადგილას ამოსული.

სახელწოდება შარაულა, რო�გორც მართებულად მიუთითებენ, სოფელ შავრას მდინარეს (შა(ვ)რა-ულ-ა) ნიშნავ გამორიცხული არ უნდა იყოს თვით შავრა-ს მდინარე შაორ-თან ენობრივი კავშირი. ადგილობრივ შარაულა||შარეულა გაგებულია შემდეგნაირად: „წყალი, რომელიც შარეულია (-შერთულია) სხვა წყალთან“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები