თავრიჯული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:58, 2 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავრიჯული, (თავრეჟული) – მესხური მსხლის ჯიში. ეძახიან ხეჭეჭურსაც ფართოდაა გავრცელებული მესხეთში. ერთეულების სახით. გვხვდება საქართველოს სხვა მხარეებშიც. მაღალტანიანია. მსხმოიარობაში შედის მე-8-10 წელს. ნაყოფი საშუალო ზომისაა, მსხლისებრი, სქელკანიანი, მოყვითალო-მწვანე. ტკბილი, წვნიანი, თავისებური არომატისა და ხრაშუნაა ხეჭეჭურისებრად. საშუალომოსავლიანია (იძლევა 250 კგ მოსავალს). ინახება დიდხანს (აპრილამდე), ტრანსპორტაბელურია. მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლეა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები