ჩობარეთის კირქვის საბადო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 28 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩობარეთის კირქვის საბადო – საბადო ახალქალაქის რაიონში 2100-2200 მ სიმაღლეზე, სადაც მოიპოვება წვრილმარცვლოვანი, ერთგვაროვანი, სპილოსძვლისფერი მარმარილოსებრი კირქვა. მის შემადგენლობაში შედის სილიციუმის, ალუმინის, რკინის, კალციუმის, მაგნიუმის, მანგანუმის, ნატრიუმისა და კალიუმის ჟანგეულები. ბუნებრივი ქვა კარგად მუშავდება. გაპრიალების შემდეგ იძენს გლუვ სარკისებრ ზედაპირს. გამოიყენება შენობის ფასადისა და ინტერიერის მოსაპირკეთებლად.