ჟანგეულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟანგეულები – ქიმიური ელემენტების ნაერთი ჟანგბადთან. ქიმიური თვისებების მიხედვით ჟანგეულები იყოფა მარილწარმომქმნელ და მარილ არწარმომქმნელებად. მარილწარმომქნელი ჟანგეულები იყოფა ფუძე, მჟავა და ამფოტერულებად (მათი ჰიდროოქსიდები, შესაბამისად, არიან ფუძეები, მჟავები ან ავლენენ ამფოტერულობას). მრავალი ჟანგეული გვხვდება ბუნებაში; ასეთებია წყალი H2O, ნახშირორჟანგი CO2, კაჟმიწა SiO2 – მთის ქანების მთავარი შემადგენელი ნაწილი და სხვ. ჟანგეულები (რკინის, ალუმინის და ა.შ.) შესაბამისი ლითონების მიღების ძირითადი წყაროა. ჟანგეულები ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში, მაგ., ჩაუმქრალი კირი CaO – სამშენებლო საქმეში; NO2, SO2აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას წარმოებაში და სხვ. საერთაშორისო ქიმიური ნომენკლატურის მიხედვით ჟანგეულებს ეწოდებათ ოქსიდები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები