ახალდაბა (კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:08, 23 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახალდაბა – კურორტი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 790-800 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ მანძილზე. მიდამოები შემოსილია წიწვიანი და ფართოფოთლოვანი ტყეებით. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა – -2.10C) და მცირეთოვლიანია, ზაფხული – თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – 20.10 C). ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამია 615 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია სასარგებლო ჰავა და მინერალური წყლები.