გამოღმა ჭაჭკარის ტერასები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:48, 22 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გამოღმა ჭაჭკარის ტერასები – ტერასები სოფელი ვარძიის სიახლოვეს, მტკვრის ორივე ნაპირზე. აქაა ძველი ნასოფლარები. უძველესი ტერასული უბანი, სადაც 9- და 12-სართულიანი ტერასული მონაკვეთებია აღრიცხული. აგებულია დიდი მოცულობის ლოდებით (1.10 X 50, 75 X 65, 95 X 68). შემორჩენილია უძველესი ვაზის თითქმის გაქვავებული ყლორტები, ლოდებში ამოკვეთილი საწნახელები და ქვევრები.