მატვეევი არტამონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 23 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტამონ მატვეევი – (1625-1682), რუსი სახელმწიფო მოღვაწე დაიპლომატი. 1654 მონაწილეობდა ლიტვის ელჩებთან მოლაპარაკებებში რუსეთისათვის სმოლენსკის დაბრუსების შესასებ. პერეიასლავის რადაზე რუსეთის დელეგაციის წევრი იყო. 1656-57 მოლაპარაკებებს აწარმოებდა პოლონეთსა და ლიტვაში. 1669-დან – მალოროსიისკის უწყების ხელმძღვანელი, იმავდროულად 1671-დან მეთაურობდა საელჩო უწყებას. არტამონ მატვეევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანად მიიჩნევდა უკრაინის მიერთებას რუსეთთან და მის გადასაწყვეტად შესაძლებლად თვლიდა ბალტიის სანაპიროსათვის შვეციასთან ბრძოლის დროებით შეწყვეტას. 1672 მოსკოეში ჩასულ პოლონეთის ელჩებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელმაც კიევი რუსეთს მიაკუთენა. 1676 ალექსი მიხეილის ძის სიკვდილის შემდეგ შერისხეს და გადაასახლეს. პეტრე I-ის გამეფების მემდეგ დაბრუნდა მოსკოვში, სადაც დაიღუპა სტრელეცების ამბოხების დროს 1628 წლის მაისში, მატვეევმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთში ისტორიული და გეოგრაფიული ცოდნის გავრცელებაში, იყო მრავალი ისტორიული თხზულების ავტორი, შექმნა პირველი სამეფო თეატრი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები