ტოლათსოფელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:48, 31 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოლათსოფელი – (ძუელი ამტნის ხევი) სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ღულელების თემში. მდებარეობს ერწოს ქვაბულში, აძეძისა და თრანულის (ივრის აუზი) შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 29 კილომეტრით. ამ სოფელში მასწავლებლობდა დიდი ვაჟა-ფშაველა.

სახელწოდება

სახელწოდება ტოლათსოფელი აშკარად ანთროპონიმული წარმოშობისაა, რაზედაც სხვათა შორის ნათესაობითი ბრუნვის -თ ნიშანიც მეტყველებს: „ტოლახს შთამომავლების სოფელი“, „ტოლაშვილების სოფელი“, „სოფელი, რომელშიც ტოლათ (–ტოლაანთ) ოჯახიშვილობა სახლობდა ან სახლობს“.

ნათელი შინაარსის მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტოპბონიმი ტოლაანთსოფელი განმარტებულია როგორც „ორი ტოლი (ტყუპები) ძმის მიერ დასახლებული სოფელი“: „ორი ტყუპი ძმა ყოფილა, ტოლები ყოფილან, დევი მოუკლავთ აქა და იმის ნაქერ მამულში თავად დასახლებულან“ (ბაბო ქინჭქარაული, ტოლათსოფელი, 1973 წ.).


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები