ღადამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:35, 9 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღადამი − ქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის დასასრულს. მას „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ უწოდებს ღადამს, „მეფეთა ცხოვრება“ - ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარდაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე - ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა.

პავლე ინგოროყვა კონკრეტულ თარიღს გვთავაზობს ღადამისა და ღადანას მეფობის შესახებ. მისი აზრით, პირველი მეფობდა 161-164 წწ-ში, ხოლო მეორე - 164-180 წწ-ში.


წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები