დოდეკაედრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:18, 25 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოდეკაედრი – თორმეტწახნაგა. ტერმინი წარმომდგარია ბერძნული სიტყვებიდან δωδεκα – „თორმეტი“ და εδρα – „ფუძე“.

Dodekaedri.png

მათემატიკაში ჩვეულებრივ იხილავენ წესიერ დოდეკაედრს – წესიერ თორმეტწახნაგას. წესიერ დოდეკაედრს აქვს 12 წესიერი ხუთკუთხა წახნაგი, 30 წიბო, 20 წვერო. თითოეულ წვეროში თავს იყრის 3 წიბო. ყოველ წესიერ დოდეკაედრში შეიძლება ჩაიწეროს სფერო და შეიძლება მასზე შემოიწეროს სფერო. თუ დოდეკაედრის წიბოს სიგრძეა a, მაშინ მისი მოცულობა

V=1/4 · a3 (15+7 √3) ≈ 7,6631 a3.

დოდეკაედრი უკვე ცნობილი იყო პითაგორელებისათვის. იგი პირველად ააგო თეეტეტმა (IV ს. ჩვ. წ. აღ-მდე).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები