მიტერანი ფრანსუა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:07, 10 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფრანსუა მიტერანი – (ფრანგ. François Maurice Mitterrand, დ. 26 ოქტომბერი, 1916, ჟარნაკი, საფრანგეთი — გ. 8 იანვარი, 1996, პარიზი), საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
1940 მეორე მსოფლიო ომის დროს დაიჭრა და ვერდენთან ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1943-დან მონაწილეობს საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1944 – სამხედრო ტყვეების საქმეთა მინისტრი დე გოლის მთავრობაში; 19%47-48 – ვეტერანების საქმეთა მინისტრი; 1848 – ინფორმაციის მინისტრი: 1953 – სახელმწიფო მინისტრი; 1956-57 – იუსტიციის მინისტრი: 1965 დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში. 1965 აირჩიეს საფრანგეთის დემოკრატიული და სოციალისტური მემარცხენე პარტიების ფედერაციის თავმჯდომარედ, 1981 და 1988 აირჩიეს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად.