ნიშტადტის საზავო ხელშეკრულება 1721

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 4 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიშტადტის საზავო ხელშეკრულება − (რუსეთსა და შვედეთს შორის), ხელი მოაწერეს 10.VIII (10.1X) ნიშტადტში (თანამედროვე ნიუსტადი, ფინეთი), დაასრულა ჩრდილოეთის ომი 1700-21, ხელშეკრულების თანახმად, შვედეთმა ცნო რუსეთისათვის ინგერმანლანდის (იჟორის მიწების), კარელიის ნაწილის, მთელი ესტლასნდიის და ლიფლანდიის მიერთება ქალაქებთან – რიგასთან, რეველთან (თანამედროვე ტალინი), დერაპატთან (თანამედროვე ტარტუ), ნარვასთან, ვიბორგთან და კეკესპოლმთან (თანამედროვე პრიოზერსკი) ერთად. რუსეთს შეუერთდა ასევე ეზელის, დაგოს, მოონის კუნძულები და მიწები ეიბორგიდან კურლანდიის საზღვრამდე. რუსეთმა იკისრა, დაებრუნებინა შვედებისათვის რუსეთის ჯარების მიერ დაკავებული ფინეთი და გადაეხადა 2 მლნ ტალერი ხელშეკრულების თანახმად; აღდგა ვაჭრობა 2 ქვეყანას შორის, შვედეთმა მიიღო უფლება, ყოველწლიურად ლაპლანდიაში უბაჟოდ შეესყიდა 50 ათასი რუბლის პური. ბალტიისპირელ მემამულეებს დაუტოვეს მიწის მფლობელობის უფლება. შენარჩუნებულ იქნა ადრინდელი პრივილეგიები და თვითმმართველობა ქალაქებსა და მიერთებულ პროვინციებში; აღიარეს პროტესტანტული ეკლესიის უფლებები. გათვალისწინებული იყო სამხედრო ტყვეთა ურთიერთგანთავისუფლება. „რეჩ პოსპოლიტას“, როგორც რუსეთის მოკავშირეს, მიეცა უფლება, დაედო ტრაქტატი შვედეთთან იმ პირობით), რომ ის წინააღმდეგობაში არ იქნებოდა ხელშეკრულებასთან. ხელშეკრულებამ განამტკიცა რუსეთის გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. ამით გადაიჭრა ამოცანა, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა ჯერ კიდევ ივანე III-ის დროიდან,



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები