ჰამადოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:53, 1 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰამადოლა – (ჰამიდოლა), რუსუდან მეფის (1223-45) ელჩი მონღოლთა გამგებელთან, რეგენტ ზურეგინა ხათუნთან (1242-44,45). ივარაუდება, რომ მან ყარა-ყორემში დასამტკიცებლად წაიღო რუსუდანისა და ბაიჩე-ნოინის, ამიერკავკასიაში დისლოცირებული მონღოლია სამხედრო ძალების მთავარსარდლის საზავო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით რუსუდანი მორჩილებას უცხადებდა მონღოლებს და იმედოვნებდა, რომ მის ვაჟს – დავითს მეფობას დაუმტკიცებდნენ. ჰამადოლას ელჩობის ერთ-ერთი შედეგი იყო მონღოლთა ტყვეობიდან ივანე მხარგრძელის ასულის, სლათის გამგებლის მეუღლის, თამთას განთავისუფლება.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები