ტეაპლიცეს სამოკავშირეო ხელშეკრულებები 1813

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტეაპლიცეს სამოკავშირეო ხელშეკრულებები 1813 – (რუსეთ-ავსტრიის და რუსეთ-პრუსიის ხელშეკრულებები), ხელი მოაწერეს 28.VIII(9.IX) ტეპლიცეში (თანამედროვე ჩეხეთის ტერიტორიაზე); გააფორმა სამოკავშირეო ხელშეკრულებები მე-6 ანტიფრანგული კოალიციის ფარგლებში.

ტეაპლიცეს სამოკავშირეო ხელშეკრულებებით გარანტირებული იყო მის მონაწილე სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვეობა. მათ იკისრეს, დახმარება გაეწიათ ერთმანეთისათვის ერთ-ერთ მათგანზე ან რამდენიმე მათგანზე თავდასხმის შემთხვევაში; ასეთ დროს მოკავშირე სახელმწიფოს დასახმარებლად თითოეულ მათგანს უნდა გამოეყვანა 60-ათასიანი კორპუსი: მოკავშირე სახელმწიფოები შეთანხმდნენ, არ დაედოთ სეპარატული ზავი ან დაზავება საფრანგეთთან და არ დაედოთ შეთანხმებები, რომლებიც წინააღმდეგობაში იქნებოდა ტეაპლიცეს სამოკავშირეო ხელშეკრულებებთან.

ცალკეულ საიდუმლო მუხლებში ჩამოყალიბებული იყო მოკავშირეთა სამხედრო მიზნები: ავსტრიის და პრუსიის აღდგენა 1805 საზღვრებში; რაინის კავშირის 1806-13 გაუქმება; იმ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის აღდგენა, რომლებიც მდებარეობდა, ერთი მხრივ, ავსტრიისა და პრუსიის საზღვრებს შორის და, მეორე მხრივ, რაინსა და ალპებს შორის, ასევე რაინის მარჯვენა ნაპირზე მდებარე გერმანული მიწების ადრინდელი სტატუსის აღდგენა ეს მიწები მიერთებული იყო საფრანგეთთან ან ფრანგი პრინცების სამფლობელოებს წარმოადგენდა. ამ მიზნების მისაღწევად თითოეულმა მოკავშირემ იკისრა საფრანგეთის წინააღმდეგ 150-ათასიანი არმიის გამოყვანა. ვარშავის საჰერცოგოს ბედი უნდა გადაუწყვიტა რუსეთს, ავსტრიასა და პრუსიას შორის შეთანხმებას, 3.X.1813 დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა ავსტრიასთან, ამგვარად შეუერთდა ტეაპლიცეს სამოკავშირეო ხელშეკრულებებს.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები