მეკირია
მეკირია (ლათ. Apus melba Linnaeus, 1758) − პატარა ზომის ფრინველია, თუმცა მეკირიებს შორის ყვე- ლაზე დიდია. ფრთა 200 225 მმ-ია, კუდი – 75–100 მმ, ნისკარტი –7– 10 მმ, გალო – 15–18 მმ, წონა – 70–115 გ. დედალი რამდენადმე დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრუ- ლი ფრინველი ზურგის მხარეს მუ- რა-ქვიშისფერია, მაგრამ ბუმბუ- ლებს ღია ფერის არშიები აქვთ. ამის გამო გამო ზურგის მხარე ხში- რად ქერცლისებური შესახედაობი- საა. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მკერდზე ფართო მუქი განივი ზო- ლით. მოწაბლისფროა კუდქვეშა და ფრთებისქვეშა ბუმბულები. მომქნე- ვები და საჭის ბუმბულები მურა ფერისაა. ფრთები ვიწრო და გრძე- ლია, დაკეცილ მდგომარეობაში ბო- ლოებით ბევრად სცილდებიან კუ- დის წვეროს. კუდი ღრმად ამოკვე- თილია, საჭის კიდურა ბუმბულები 15 – 25 მმ-ით გრძელია შუა ბუმ- ბულებზე გალო სუსტია, მაგრამ თითები ძლიერია და ბოლოვდე- ბიან მოხრილი, მახვილი ბრჭყალე- ბით. ნისკარტი შავია, თითები მურა-ხორცისფერი. სურ. 200. მეკირია. აღწერილია 9 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ე ვ რ ა ზ ი უ ლ ი მ ე კ ი რ ი ა – A. m. melba Linn., 1758. – გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა. სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ ტერიტორიას ევრაზიასა და აფრიკაში. ევრაზიაში მოიპოვება პირენეიდან ქაშმირამდე და ინდოეთამდე; ჩრდილოეთით სამხრეთ საფ-- რანგეთში, ალპებში, ბალკანეთში, მცირე აზიაში, ყირიმში, ჩრდილო კავკა- სიაში, კოპეტდაღზე, შუა აზიის მთებში ყარატაუსა და ჰიმალაის მთებამდე. სამხრეთით – ბელუჯისტანში, ირანში, პალესტინაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე; აფრიკაში ალჟირში, მაროკოში, ტუნისში, აღმოსავლეთ აფ- რიკაში, აგრეთვე მადაგასკარზე. საქართველოში ცნობილია როგორც მობუ- დარი ფრინველი. ბ ი ო ტ ო პ ი მთების ხეობების ფრიალო კლდეები, ზღვების, ტბებისა და მდინარეების მაღალი, ფლატეებიანი ნაპირები, ზოგან – დასახლებული პუნქტების მაღალი შენობები. გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. ბუდობს უპირატესად კოლონიებად. იკეთებს პატა- რა ბუდეს ნაირგვარი მასალისაგან, უმთავრესად ბუმბულისა და ბალნისაგან, რომელთაც აგროვებს ფრენის დროს. მაისის პირველ ნახევარში დებს 2-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18–21 დღემდე გრძელდება. კ ვ ე ბ ა ენტომოფაგი ფრინველია. მათ შორის ძირითადია პატარა ზო- მის მწერები – კოღოები, ქინქლები და მისთანანი, რომელთაც დიდი რაოდე- ნობით იჭერს ჰაერში, ფრენის დროს. ლია. მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინვე-