ჯ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:49, 26 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯ – ქართული ანბანის ოცდამეთორმეტე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეთექვსმეტე) ასო. მისი სახელია „ჯანი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი მჟღერი შიშინა აფრიკატისა. ასომთავრულში მას ჯვარედინი ფორმა აქვს – Ⴟ. იგი ერთადერთი გამონაკლისია სხვა მთავრულ ასოებს შორის. ნუსხურში ⴟ მარჯვნივ არის გადახრილი, მხედრულში მომრგვალებული ფორმები აქვს. ნუსხურსა ღა მხედრულში ჯ ქვედა სამ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რვა ათასს (8000).