ონეგინის სტროფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 28 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ონეგინის სტროფი – სტროფი, რომლითაც დაწერილია ა. პუშკინის „ევგენი ონეგინი“. იგი შედგება თოთხმეტი სტრიქონისაგან, რომელშიც სამი ოთხტაეპედია, ხოლო ბოლო ორტაეპედი დაწერილია იამბით. გარითმულია ამგვარად: პირველი ოთხი ტაეპი ჯვარედინი რითმით (abab), მეორე – მოსაზღვრე რითმით (ccdd), მესამე – რკალური რითმით (effe), ხოლო ბოლო ორი სტრიქონი – მომიჯნავე რითმით (gg).
წყარო
ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი [კატეგორია:ლიტერატურის თეორია]]