პროზერპინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:43, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პროზერპინა – (რომ.) მსხმოიარე სამყაროს ღვთაება, რომელსაც ლიბერასთან (ლიბერი) აიგივებდნენ. მოგვიანებით, როდესაც რომში გავრცელდა პერსეფონეს კულტი, მას პროზერპინა მიუსადაგეს. რომაელმა მწერლებმა პერსეფონესთან დაკავშირებული ყველა მითოსი უცვლელად გადმოიტანეს, ოღონდ სახელი შეუცვალეს ბერძენ ქალღმერთს და მას პროზერპინა უწოდეს.
ევროპულ ხელოვნებასა და მწერლობაშიც უფრო ხშირად ვხვდებით პროზერპინას სახელს (გოეთეს დრამა „პროზერპინა“. შელის პოემა „პროზერპინას სიმღერა“. პუშკინის ლექსი „პროზერპინა“ და სხვა).