აბაშიძე ვასო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:34, 20 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვასო აბაშიძე, (ვასილ) – (1854-1927), თეატრალი, დრამატურგი, მთარგმნელი. ქართული სცენის მოღვაწე 1879 წლიდან. იყო დრამატული დასის ხელმძღვანელი და უბადლო მსახიობი (ქართველ მსახიობთაგან პირველს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1922 წ.), გაზეთ „თეატრის“ რედაქტორი (1885-87). ავტორია პიესებისა: „ვისი ბრალია“, „უნდა გავიყარნეთ“, „ცოლი თუ გინდა, ეს არის“. თარგმნილი აქვს მრავალი კომედია.