ისლამური რეჟიმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისლამური რეჟიმებიისლამის, როგორც პოლიტიკური ძალის აღმავლობამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჩრდილო აფრიკის, აზიის ნაწილისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ არეალზე. ზოგ შემთხვევაში, გასამხედროებული ისლამური დაჯგუფებები არსებულ რეჟიმებს დაუპირისპირდნენ და XX საუკ. 70-იანი წლებიდან, მარქსიზმ-ლენინიზმით საყოველთაო იმედგაცრუების ფონზე, ჩაგრულთა ინტერესების დამცველებად ახლა საკუთარი თავი გამოაცხადეს. სხვა შემთხვევებში უკვე თავად რეჟიმები ყალიბდებოდა — ან სახეს იცვლიდა ― ისლამური იდეოლოგიის კვალად. 1932 წლიდან, ანუ სახელმწიფოდ გამოცხადების დღიდან, საუდის არაბეთი პირწმინდად ისლამურ ქვეყნად დარჩება; სპარსეთის 1979 წლის რევოლუციის შედეგად, აიათოლა ჰომეინიმ (1900-1989) ირანის ისლამური რესპუბლიკა შექმნა და მოგვიანებით ამ მაგალითს სუდანმა და პაკისტანმაც მიბაძეს. ისლამის მეტად თავისებური და საკამათო ინტერპრეტაცია დაედო საფუძვლად. ისეთი ქვეყნის პოლიტიკას, როგორიცაა კადაფის ლიბია.

ოღონდ ეგაა, ისლამი არაა და არც არასოდეს ყოფილა მხოლოდ რელიგია. ის უფრო ცხოვრების წესია, რომელიც როგორც ადამინების, ისე სახელმწიფოების ეთიკური, პოლიტიკური და ეკონომიკური ქცევის ნორმებს განსაზღვრავს. „ისლამის გზა“ მუჰამედ მიციქულის (570-632) მოძღვრებას ეფუძნება, რომელიც ყურანშია გადმოცემული. მას, როგორც ღვთის გაცხადებულ სიტყვას, ყველა მუსლიმი მიაგებს პატივს; ისლამის მეორე საფუძველთა-საფუძველი „სუნაა“ (ანუ, „გატკეპნილი ბილიკი“), მართლმორწმუნე მაჰმადიანთა მიერ დაცული ადათ-წესების კონა, რაც, გადმოცემით, თავად მუჰამედის ცხოვრების წესიდან იღებს სათავეს. პოლიტიკური ისლამი იმგვარი თეოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, სადაც პოლიტიკური თუ სხვა ნებისმიერი საკითხი უზენაესი რელიგიური პრინციპების და შესაბამისად იქნებოდა დარეგულირებული. თუმცა, პოლიტიკურმა ისლამმაც, დროთა განმავლობაში, სახე იცვალა და ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ფორმები შეიძინა შეურიგებელი ფუნდამენტალიზმიდან, პოლიტიკურ პლურალიზმთან სავსებით შეთავსებად მოდელებამდე.

ისლამის ფუნდამენტალისტური განხრა, ჩვეულებრივ, ირანთან ასოცირდება. სიკვდილამდე, მთელი ათი წელი, აიათოლა ჰომეინი სათავეში ედგა კლერიკალური მმართველობის ინსტიტუციონალურ სისტემას — თხუთმეტი უმაღლესი სასულიერო პირისაგან შემდგარ „ისლამური რევოლუციის საბჭოს“ მართალია, ქვეყანაში არსებობს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი — ისლამური სათათბირო ასამბლეის სახით, ყველა კანონს მაინც "კონსტიტუციის დაცვის საბჭოს" ამტკიცებს — ისლამის დოგმებთან მათი შესაბამისობისდა კვალად. შარიათის სამართალი აქ დღემდე რჩება გაბატონებულ სამართლებრივ და მორალურ კოდექსად. რევოლუციურმა ფუნდამენტალიზმმა კიდევ უფრო რადიკალური სახე მიიღო 1997-2001 წლებში,ავღანეთში ჩამოყალიბებული თალიბთა რეჟიმის პირობებში, რომელმაც მკაცრი თეოკრატული მმართველობა შემოიღო, და მთლიანად გამორიცხა ქალების მონაწილეობა განათლების, ეკონომიკისა და, საერთოდ, საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.


წყარო

პოლიტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები