ზეზვა გაფრინდაულის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 23 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზეზვა გაფრინდაულის ქუჩა – ქუჩა თბილისში, დიდუბის რაიონში (დიდუბე); დავით ყიფიანის ქუჩიდან რაფიელ აგლაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. ადრე დიდუბის XI შესახვევი იყო, 60-იან წლებში ზეზვა გაფრინდაულის სახელი დაარქვეს.