ნავლონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნავლონი – (ბერძნ.) ასე უწოდებდნენ იმ მისაგებელს, ბერძნები რომ ატანდნენ მიცვალებულებს ქარონისათვის, რათა მას მდინარე სტიქსზე გადაეყვანა მათი სულები. ნავლონი იყო ჩვეულებრივი მომცრო მონეტა, რომელსაც ცხედარს პირში უდებდნენ.