სოფელ ხუნდისუბანის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:13, 20 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთის ფასადის ფრაგმენტი

სოფელ ხუნდისუბანის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - ეკლესია დგას ბორცვზე. ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია უხეშად თლილი ქვა. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია დიდი ზომის, სწორკუთხა სარკმელი. აბსიდის ცენტრში მასიური ტრაპეზის ქვა დევს. ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია მოთავსებული. კონქი ხისაა. ხისავე სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ მოთავსებულია ხის კანკელი და ერთსაფეხურიანი სოლეა. ეკლესიის ნახევარცილინდრული კამარაც ხისაა, რომლის საბრჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთი თაღი კუთხის პილასტრს ებჯინება. ეკლესია განათებულია ოთხივე კედელში დატანებული არქიტრავული სარკმლებით. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკი აგურისაა. ეკლესიის ფასადები სადაა. ერთადერთ აქცენტს წარმოადგენს აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის, წყობაში ჩაძირული გოლგოთის ჯვრის გამოსახულება. ეკლესიას ეტყობა შეკეთების კვალი. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შიფერით გადაუხურავს. ეკლესიის ინტერიერში შეინიშნება ნაწილობრივი დაზიანება. დაზიანებულია კონქი, ნიშები, იატაკი, დასავლეთი კედელი და სარკმლის წირთხლები.





წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები