როლი მიშელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიშელ როლი − (ფრანგ. Michel Rolle, 21 აპტილი 1652 — 8 ნოემბერი 1719), ფრანგი მათემატიკოსი.


როლი იყო პარიზის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. 1690 წელს გამოვიდა მისი „ალგებრის კურსი“, რომელშიც განაზოგადა და განავითარა დეკარტის მიერ მიღებული შედეგები. მ. როლიმ გამოიყენა დეკარტის მეთოდი xn=a განტოლებისადმი და უჩვენა, რომ Roli 1.png აქვს n მნიმვნელობა: თუ მაჩვენებელი n კენტია, მაშინ ყველა ფესვი, ერთის გარდა, წარმოსახვითია; თუ n ლუწია, მაშინ ან ყველა წარმოსახვითია, ანდა, გარდა ორისა, ფესვები წარმოსახვითია. ამ თეორემის დამტკიცება როლის არ მოუცია, ფაქტიურად გაარჩია მხოლოდ კუბური განტოლების შემთხვევა. ზოგადი განტოლება xn– 1=0 გამოიკვლია ინგლისელმა მათემატიკოსმა პ. კოტესმა (1682-1716).


წყარო

მათემატიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები