კუდჩხვლეტია სკაროსების ოჯახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:32, 29 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუდჩხვლეტია სკაროსების (ზღვის კატები) ოჯახი – Trygonidae.
კლასი: ხრტილოვანი თევზები
რიგი: სკაროსები
სხეული ჩვეულებრივ შიშველია. კუდის ღეროს ბოლოზე ზურგის ფარფლები არ გააჩნია. კუდის ფარფლი არ მოეპოვება. კუდის ღეროზე გრძელი, ხერხისნაირი კაკვებიანი ეკალი – მახათი აქვს. ამ ოჯახიდან შავ ზღვაში გაგრცელებულია ერთი გვარი – კუდჩხვლეტია სკაროსები Trygoni.