კუდჩხვლეტია სკაროსების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:05, 2 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუდჩხვლეტია სკაროსების გვარი – Trygon
კლასი: ხრტილოვანი თევზები
რიგი: სკაროსები
თევზების გვარი სკაროსების რიგისა სხეული შიშველი და გლუვი აქვს. დისკო მომრგვალო ფორმისაა. კუდი მათრახისებური, გრძელი და კაკვებიანი ეკლებითაა (მახათით) შეიარაღებული, რომელიც თავდაცვის იარაღს წარმოადგენს. ფარფლები არშიისებურადაა შემოვლებული და შეზრდილი თავთან. ზურგის ფარფლები არა აქვს. ამ გვარიდან შავ ზღვაში გავრცელებულია ერთი სახე.