ზღვის ზოლიანი კარჩხანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:02, 19 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის ზოლიანი კარჩხანა − Diplodus annularis (Linnaeus, 1758)

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კარჩხანასნაირნი
ოჯახი: კარჩხანისებრნი
გვარი: კარჩხანები


თევზების ზღვის კარჩხალების ოჯახისა. სხეული მაღალი და გვერდებიდან შებრტყელებულია. ზურგის ერთი გრძელი ფარფლი აქვს. წინა კბილები ფართო, სატეხისნაირია, გვერდითი კბილები ჩლუნგია და ორ-სამ მწკრივადაა განლაგებული. სხეულზე მუქი განივი ზოლებია, რომლებიც ღამით შესამჩნევადაა გამოსახული, მკერდისა და კუდის ფარფლებთან თითო შავი ლაქაა.

გავრცელებულია ხმელთაშუა, შავ და ნაწილობრივ აზოვის ზღვებში, ატლანტის ოკეანის ზოგიერთ ნაწილში.

ზღვის ზოლიანი კარჩხანა ზღვის სანაპირო ზოლის გუნდურად მობინადრე თევზია. საცხოვრებლად შამბნარს ირჩევს და თავის „საძოვარს“, ჩვეულებრივ, არ ტოვებს.

ტოფობზა ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრიელდება, მისი გაცხარებული პერიოდია ივნის-აგვისტოში. ქვირითს საღამოობით ყრის. ქვირითი თავისუფლად მცურავია, გამჭვირვალეა და ცხიმოვან წვეთს შეიცავს. კვერცხის დიამეტრი 0,8 მმ-ია, გამოჩეკილი ლარვები 1,7 მმ-ს აღწევენ. ისინი უმთავრესად 10-20 მეტრის სიღრმეზე ბინადრობენ.

ზღვის კარჩხანა სიგრძით 33 სმ-ს აღწევს. ყირიმის სანაპიროებში მისი ჩვეულებრივი სიგრძე 7-14 სმ-ია.

იკვებება წვრილი კიბოსნაირებით და წვრილი მოლუსკებით.

სარეწაო მნიშვნელობა ნაკლებია.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები