ლიკეიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:17, 31 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლიკეიონი – (ბერძ. Λύκειον), ტაძართან ახლოს მდებარე გიმნასიონი, რომელშიც არისტოტელე ასწავლიდა. აქედან წარმოიშვა სიტყვა „ლიცეუმი“. თავად სახელწოდება კი მომდინარეობს ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული ამავე სახელის მქონე გარეუბნიდან.