ნიკოლაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ნიკოლაძე – (1888-1931 წ.წ.) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინჟენერ-მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების და ამ საზოგადოებაში მთასვლა-მგზავროსნული განყოფილების ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი, ალპინისტურ-ტურისტული მოძრაობის დამნერგავი საქართველოში.

1923 წელს გიორგი ნიკოლაძემ მოაწყო პირველი ქართული ალპინისტური ლაშქრობა კავკასიონის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე – მყინვარწვერზე (ყაზბეგზე) და ამით ჩაეყარა მტკიცე საფუძველი ალპინიზმის განვითარების საქმეს საქართველოში. 1923–1931 წლებში გ. ნიკოლაძე ალპინისტური მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ხელმძღვანელი იყო. ამავე პერიოდში გამოიწრთო ქართველ ალპინისტთა და კადრი, რომლის რიგები მომდევნო წლებში ახალი და ახალი ძალებით ივსებოდა. მათ შორის იყვნენ: ალექსანდრე ჯაფარიძე, სიმონ ჯაფარიძე, დევი მიქელაძე, შოთა მიქელაძე, იოსებ (სოსო) ასლანიშვილი გახა წიკლაური, იაგორ კაზალიკაშვილი, გიტო გიორგაძე, სანდრო გვალია, დავით წერეთელი, ლევან მარუაშვილი, ივანე (კაკო) მარრი, მელენტი სანებლიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი და სხვ.




წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები