გიროსკოპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:36, 25 თებერვალი 2016-ის ვერსია, შეტანილი Isalbishvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიროსკოპი (გირო და σκορέω– ვუყურებ), სწრაფად მბრუნავი მყარი სხეული, რომლის ღერძი თავისუფალია, ანუ შეუძლია იცვალოს მიმართულება სივრცეში.
თავისუფლების 3 ხარისხიან (კარდანის საკიდარზე) გიროსკოპს აქვს თვისება, მყარად შეინარჩუნოს ღერძის პირველსაწყისი მიმართულება, რაც მისი გამოყენების საშუალებას იძლევა სანაოსნო მიზნებისა და გემების, ტორპედოების, რაკეტებისა და სხვა მოძრაობის მართვის ავტომატიზაციში.
