ავიამზიდების დამრტყმელი შენაერთი
ავიამზიდების დამრტყმელი შენაერთი - 1. ხომალდების ოპერატიული ფორმირება, რომლის საფუძველს შეადგენენ ავიამზიდები. მისი მიზანია საბრძოლო მოქმედებების რაიონში გაბატონება, ზღვაზე, ბაზებში მოწინააღმდეგის ხომალდების, ავიაციის განადგურება და სანაპიროზე სახმელეთო ობიექტების დაზიანება. ასევე ჯარების უშუალო საავიაციო მხარდაჭერა, საზღვაო-სადესანტო ოპერაციების უზრუნველყოფა, საკუთარი საზღვაო და საოკეანო კომუნიკაციების დაცვა და მოწინააღმდეგის საზღვაო გადაზიდვების შეფერხება. შედგება საავიაციო, მრავალმიზნობრივი დამრტყმელი და ნავსაწინააღმდეგო ჯგუფებისგან.
2. ზოგიერთ ქვეყნაში სამხედრო-საზღვაო ოპერატიული შენაერთი, რომელიც შედგება შეტევითი საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადმყოფი მხარდაჭერის ერთი ან რამდენიმე ავიამზიდისგან, საბრძოლო ხომალდებისგან და წყალქვეშა ნავებისგან.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017