ავიამზიდების დამრტყმელი შენაერთი
ავიამზიდების დამრტყმელი შენაერთი
1. ხომალდების ოპერატიული ფორმირება, რომლის საფუძველს შეადგენენ ავიამზიდები. მისი მიზანია საბრძოლო მოქმედებების რაიონში გაბატონება, ზღვაზე, ბაზებში მოწინააღმდეგის ხომალდების, ავიაციის განადგურება და სანაპიროზე სახმელეთო ობიექტების დაზიანება. ასევე ჯარების უშუალო საავიაციო მხარდაჭერა, საზღვაო-სადესანტო ოპერაციების უზრუნველყოფა, საკუთარი საზღვაო და საოკეანო კომუნიკაციების დაცვა და მოწინააღმდეგის საზღვაო გადაზიდვების შეფერხება. შედგება საავიაციო, მრავალმიზნობრივი დამრტყმელი და ნავსაწინააღმდეგო ჯგუფებისგან.
2. ზოგიერთ ქვეყნაში სამხედრო-საზღვაო ოპერატიული შენაერთი, რომელიც შედგება შეტევითი საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადმყოფი მხარდაჭერის ერთი ან რამდენიმე ავიამზიდისგან, საბრძოლო ხომალდებისგან და წყალქვეშა ნავებისგან.