სიბილ ბელიბაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:53, 3 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიბილ ბელიბაუ (ბალყ.-ყარაჩ. Сибил белибау – „ჯადოსნური სარტყელი“) – სოფ. ამან-ყაბაყის მკვიდრის, ლეგენდარული მონადირე აქბაის მაგიური სარტყელი. როცა მას მონადირე დიდი თითით შეეხებოდა, ცივი ამინდი თბილით იცვლებოდა; საჩვენებელი თითის მიდებისთანავე ბურუსი ქრებოდა, შუათითით – თავსხმა წვიმა გადაიღებდა; ნეკა თითით კი – ქარბუქი მშვიდდებოდა.


ლიტერატურა

Кудаев М. Язык охотника // Минги Тау. Нальчик, 2010, № 7.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები