საინჟინრო-საავიაციო უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საინჟინრო-საავიაციო უზრუნველყოფა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ემსახურება საავიაციო ტექნიკის გამართულ შენახვას და მზადყოფნას საბრძოლო დანიშნულების შესაბამისად გამოყენებისათვის; ტექნიკური უზრუნველყოფის სახეობა სამხედრო–საჰაერო ძალებსა და შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ავიაციაში.
საინჟინრო-საავიაციო უზრუნველყოფაში შედის შემდეგი ამოცანები:
- საავიაციო ტექნიკის მუდმივად გამართულ მდგომარეობასა და საბრძოლო მზადყოფნაში შენახვისათვის; *ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
- საავიაციო ტექნიკის მომზადება საბრძოლო ფრენისათვის გათვალისწინებულ ვადებში;
- დროული რემონტი იმ საავიაციო ტექნიკისა, რომელსაც მიღებული აქვს საბრძოლო და საექსპლუატაციო დაზიანებები;
- მფრინავების და საინჟინრო–ტექნიკური შემადგენლობის მიერ საავიაციო ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება;
- მისი რაოდენობის და მდგომარეობის აღრიცხვა;
- საავიაციო ტექნიკის მიღების უზრუნველყოფა და სხვა.
საინჟინრო-საავიაციო უზრუნველყოფას ახორციელებს საინჟინრო–საავიაციო სამსახური სხვა სამსახურებთან ურთიერთქმედებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017