აპარელი (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:59, 31 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპარელი - (ფრანგული appareil – ჩასასვლელი), სამხედრო-საინჟინრო საქმეში - მცირედ დაქანებული ჩასასვლელი ციცაბო ადგილებში. აკეთებენ უმთავრესად სანგრებში, აგრეთვე ავტომობილების სადგომებში; გადასაცურავ საშუალებებზე სამხედრო ტექნიკით დამტვირთავი სპეციალური მოწყობილობა. ციხესიმაგრეებში აპარელი ეწყობოდა ქვემეხების ასატანად შემაღლებულ ადგილებზე;
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017