ავიაციის წარმომადგენელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:27, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავიაციის წარმომადგენელი - საავიაციო გაერთიანების (შენაერთის) შტაბის ოფიცერი, რომელიც იგზავნება სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ძალების ან საჰაეროსადესანტო ჯარების გაერთიანებაში (შენაერთში). მას ევალება ჯარებთან (ძალებთან) ავიაციის მუდმივი ურთიერთქმედების შეთანხმება და უზრუნველყოფა. ავიაციის წარმომადგენელს შეიძლება მისცენ ავიაციის ჰაერში მართვის უფლება. ავრალი, (ინგლისური ოვერ – მაღლა, ალლ – ყველა), საერთო სახომალდო სამუშაო, რომელსაც ასრულებს ხომალდის მთელი პირადი შემადგენლობა ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. იგი ცხადდება ხომალდის გენერალური დასუფთავების, დოკში დადგომის მოსამზადებლად და ა.შ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017