ფინდიხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფინდიხი, კარტეჩი,
1. ახლო მანძილზე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დასაზიანებელი საარტილერიო ჭურვი.
XIV-XVI საუკუნეებში მზადდებოდა წვრილი ქვებისა და რკინის ნაჭრებისაგან. XVII-XIX საუკუნეებში – ტყვიის ან თუჯის ბურთულებით სავსე ჭურვი, რომლის კორპუსი მზადდებოდა ლითონის ან მუყაოსაგან.
2. მსხვილ დიამეტრიანი (5 მმ-ზე მეტი) სანადირო საფანტი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017