ბრიგანტინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიგანტინა

ბრიგანტინა - (ფრ. brigantin < brigand–ყაჩაღი).

1. პატარა იალქნიან-ნიჩბიანი სწრაფმავალი გემი გალერის ტიპისა, გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის აუზში XV–XVIII სს-ში. ჰქონდა 8–16 წყვილი ნიჩაბი თითოეულზე 1 მენიჩბით და 12 ანძა სამკუთხა იალქნებით. ფართოდ იყენებდნენ დალმაციელი და ტუნისელი მეკობრეები, აგრეთვე ევროპული ქვეყნებისა და თურქეთის ფლოტებში.


2. XVIII-XIX საუკუნეებში ორ ან სამ ანძიანი აფრიანი ხომალდი, წინა ანძაზე პირდაპირი, უკანა ანძაზე კი – ირიბი აფრებით.

ბიგანტინები შედიოდნენ მრავალი ქვეყნის სამხედრო ფლოტების შემადგენლობაში, ძირითადად სადაზვერვო და სატრანსპორტო სამსახურისათვის გამოიყენებოდა.

  • წყალწყვა 300 ტ-მდე;
  • სიგრძე 19–36 მ;
  • სიგანე დაახლ. 3,5 მ;
  • ჩაჯდომა 5,5 მმდე;
  • ეკიპაჟი 70–150 კაცი.




წყარო

  • საზღვაო ლექსიკონი
  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები