დერივაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:50, 4 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დერივაცია (ლათინური derivatio – გადახრა), ბალისტიკური ტრაექტორიით მოძრაობის დროს ტყორცნის სიბრტყიდან გიროსკოპული სიჩქარით მბრუნავი ჭურვის სისტემატური გვერდითი გადახრა.

დერივაციის სიდიდე ძირითადად დამოკიდებულია სროლის მანძილზე, ტრაექტორიის დახრილობასა და ჭურვის ბრუნვის სიჩქარეზე (იზრდება მისი მომატების დროს), ხოლო მიმართულება – ჭურვის საკუთარი ბრუნვის მიმართულებაზე. დერივაციას ითვალისწინებენ სროლისთვის მონაცემების გათვლის დროს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები