სამიზნე ვითარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:52, 31 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამიზნე ვითარება – იმ მიზნების ერთობლიობა, რომლებიც სამიზნეებითაა აღნიშნული. მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის განსაზღვრული დაჯგუფების და ობიექტების განლაგების და მოქმედების იმიტაცია. იქმნება ჯარების (ძალების) სწავლებებზე (მეცადინეობებზე) მონაწილეებისთვის მოწინააღმდეგის დაზვერვის, მიზნების ადგილმდებარეობის განსაზღვრის, მათი დაზიანების საშუალებების და ხერხების შერჩევისთვის. ასევე მიზანჩვენების, საცეცხლე ამოცანების დასახვის, სროლის შედეგების, ბომბდაშენის და ცეცხლის კორექტირების თვალთვალისთვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები