ზაფრანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:52, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაფრანა


ზაფრანა - (Crocus adamii J. Gay = Crocus biflorus subsp. Adamii [J. Gay] K. Richt.); ჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). ყვავილსაფრის ფოთლები წაწვეტებულია, ლურჯი იისფერი, ლილისფერი. ხახაში – ოქროსფერ-ყვითელი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ხასიათდება მუქი იისფერი დატოტვილი ზოლებით. სამტვერეები ნარინჯისფერია. ფოთლები ხაზურია და ყვავილთან ერთად ვითარდება. ყვ. ნაყ. II-IV. ეს მცენარე იზრდება ველებზე, ტყის პირას, მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები