ბომბტყორცნა (საბრძოლო გამოყენებითი საგანი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:17, 7 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბომბტყორცნა - საბრძოლო გამოყენებითი საგნის „დაზიანების საავიაციო საშუალებების საბრძოლო გამოყენება“ განყოფილება.
ძირითად შინაარსს შეადგენს:
- საავიაციო ბომბების ბალისტიკა;
- დამიზნების თეორია;
- დამიზნებითი სანავიგაციო სისტემები;
- საფრენი აპარატების ბომბდამშენი შეიარაღება.
ბომბტყორცნა ფართოდ გამოიყენება ბომბდამშენ, გამანადგურებელ-ბომბდამშენ და მოიერიშე ავიაციაში, სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებასთან ერთად. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ავიაციის სხვა სახეობების მიერ;
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.