რეტამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:47, 7 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეტამა


რეტამა – (Retama raetam); რეტამა განეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. იგი წააგავს კურდღლისცოცხას, იმ განსხვავებით, რომ კურდღლისცოცხას ყვითელი ყვავილი აქვს, რეტამას – თეთრი, წითელი კენკროვანი ნაყოფით.

რეტამა – ბიბლიური მცენარე

ამ მსგავსებით აიხსნება, რომ ბიბლიის ევროპულ ენებზე თარგმნილ ტექსტებსში ეს მცენარე კურდღლისცოცხადაა მოხსენიებული, ხოლო ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ბიბლიის ქართულ თარგმანში – ბელეკონად, რაც სრულიად გაუგებარია, რადგან ბელეკონი, იგივე ტერებინთო საკმაოდ დიდი ხეა, რეტამა კი – ბუჩქი. საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ტექსტში რეტამას ეკვივალენტად მოცემულია „ერთი ბუჩქი“. ებრაული ტრადიციით ეს ბუჩქი გახლავთ რეტამა. მისი ებრაული სახელია „როთემ ჰა მედაბერ“-ი. იგი გავრცელებულია იზრაელის მთელ ტერიტორიაზე გოლანის მთიანეთიდან – მკვდარ ზღვამდე.


„თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე; მივიდა ერთ ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარ“.

3 მეფეთა 19, 4


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები