კვინიტაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 17 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვინიტაძე გიორგი - (ნამდვილი გვარი – ჩიქოვანი) (1874-1970), ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი.
1909 წელს დაამთავრა მოსკოვის გენერალური შტაბის აკადემია. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომებში. რუსეთის არმიაში მიაღწია გენერალ-მაიორის ჩინს.
1918-21 წლებში კვინიტაძე ქართულ ჯარში იყო. ეკავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობა, იყო სამხედრო სკოლის უფროსი. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სამხედრო მშენებლობის საქმეში, მეთაურთა კადრების მომზადებაში. 1921 წლიდან კვინიტაძე ემიგრაციაში იყო, ცხოვრობდა საფრანგეთში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი