იერიშის მოგერიება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:26, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იერიშის მოგერიება - თავდაცვაში მყოფი ჯარების საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც წარმოებს შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის შესაჩერებლად, მისთვის მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად და თავდაცვის გარღვევის არდაშვების მიზნით.
იერიშის მოგერიება ხდება სარაკეტო ჯარებისა და ავიაციის დარტყმებით, არტილერიის, ტანკების, ტანკსაწინააღმდეგო, ცეცხლსატყორცნი საშუალებებისა და სასროლი იარაღის ცეცხლით, ღობურების გამოყენებით. ასევე I ეშელონის ჯარების მიერ დასაცავი პოზიციების შეუპოვარი შენარჩუნებით, საშიშ მიმართულებაზე ძალების და საშუალებების მანევრირებით და II ეშელონისა და რეზერვების გადამწყვეტი კონტრიერიშებით. იერიშის მოგერიება არის თავდაცვითი ბრძოლის ეტაპი.