საჯარისო ავიაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჯარისო ავიაცია − საავიაციო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც ორგანიზაციულად შედიან საერთო-საჯარისო (სატანკო) გაერთიანებებისა და შენაერთების შემადგენლობაში. ჩაისახა I მსოფლიო ომის წლებში. ზოგიერთ სახელმწიფოში ცნებას „საჯარისო ავიაცია“ შეესაბამება „საკორპუსო ავიაცია“ ან იგი გაიგივებულია საარმიო ავიაციასთან. ზოგჯერ საჯარისო ავიაციაში იგულისხმება მთელი ავიაცია, რომელიც შეიარაღებული ძალების სარდლობის დაქვემდებარებაშია.