გეოსტრატეგიული სივრცე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:17, 2 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეოსტრატეგიული სივრცე - დედამიწის ზედაპირის ტერიტორიებისა და მასზე განლაგებული ობიექტების, შიდა ზღვების და მსოფლიო ოკეანის აკვატორიების, აგრეთვე დედამიწისირგვლივი საჰაერო-კოსმოსური სივრცის ერთობლიობა, რომელიც გეოპოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიის შესწავლისა და აღრიცხვის საგანს წარმოადგენს.
გეოსტრატეგიული სივრცე განიხილება კონტინენტური და საოკეანო სტრატეგიული რაიონების, რეგიონების, საოკეანო და საზღვაო ზონების, სტრატეგიული მიმართულებების, სტრატეგიული საჰაერო-კოსმოსური მიმართულებებისა და საჰაერო მიმართულებების სისტემაში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.