ხერხულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 17 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხერხულა - საცერულის სახეობა. გავრცელებული იყო ხევსურეთში და მთლიანად აღ. საქართველოს მთიანეთში. ასხამდნენ თითბერისაგან.
ხერხულა წარმოადგენს თითბერის რგოლს, რომელსაც მოკლე და გლუვი კბილები აქვს, კბილების რაოდენობა არ არის განსაზღვრული. საცერულის ამ სახეობას უფრო ხშირად ყმაწვილები ხმარობდნენ.
ლიტერატურა
გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრ. ტ.II, 2000. მ.ქ.